რუსეთი აშშ-სგან თანამშრომლობის აღდგენის სიგნალებს იღებს, მოსკოვი მზადაა ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"ჩვენ არავისთვის თხოვნას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ სისტემატურად გვექნება შემოთავაზება იმის თაობაზე, რომ აღდგეს დიალოგის ის არხები, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ გაიყინა, ჩვენ კეკლუცობას არ დავიწყებთ და დავთანხმდებით ამ არხების აღდგენას", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ამ კუთხით მოსკოვი ჯერ ძალიან მკაფიო სიგნალებს ვერ იღებს ვაშინგტონისგან. რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ის შორის კავშირები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაიძაბა.