გარემოვაჭრეები ბათუმში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობენ

გარემოვაჭრეები ბათუმში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობენ

გარემოვაჭრეები ბათუმში, წერეთლისა და ბერიძის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მყოფმა გარემოვაჭრეებმა განუცხადეს, "ემელის" ჯიპი ტროტუარზე განთავსებულ პროდუქტების ჯიხურებს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 ქალი დაშავდა.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ავტომობილი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და პროდუქტების მაგიდებს დაეჯახა.
 

როგორც გარემოვაჭრეები ყვებიან, მძღოლი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული. გარემოვაჭრეების ვარაუდით, მძღოლი ცუდად გახდა და მომხდარი შემთხვევა ამან გამოიწვია. 
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, გარემოვაჭრეები კი ტერიტორიას აწესრიგებენ.