ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
ქაბულის მჭიდროდ დასახლებულ დიპლომატიურ კვარტალში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთაგანაც ერთი უცხოელია. დაღუპულების ვინაობა დგინდება.
პოლიციელთა განცხადებით, სამიზნე ნატო-ს მისიის ავტომობილი იყო, რომელშიც ალიანსის თანამშრომლები ისხდნენ.