არსებული ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსურ დირექტორს ესროლეს

არსებული ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსურ დირექტორს ესროლეს

არსებული ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსურ დირექტორსა და მის მეგობრებს ესროლეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევისას ავტომანქანაში მყოფი 4 ადამიანიდან არავინ დაშავებულა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსური დირექტორი ირაკლი გვარამაძე მომხდარს სამსახურებრივ საქმიანობას არ უკავშირებს და კატეგორიულად უარყოფს ვინმესთან დაპირისპირებას.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმე 236-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ითვალისწინებს.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ", _ განაცხადეს სამინისტროში.