ამსტერდამი-პარიზის მატარებელში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

ამსტერდამი-პარიზის მატარებელში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

ამსტერდამი-პარიზის მატარებელში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. შემთხვევა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ არასთან მოხდა.

შეიარაღებული მამაკაცის შეჩერება ამერიკელმა მგზავრებმა შეძლეს. მატარებელი ერთ-ერთ სადგურზე დაუგეგმავად გაჩერდა, სადაც თავდამსხმელი პოლიციას გადასცეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 26 წლის მაროკოელია. მას თან რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ჰქონდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი უცნობია.