კაზინო

კაზინო "აჭარას" გადასახადების დამალვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან

კაზინო "აჭარას" გადასახადებისთვის თავის არიდებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, შპს "კაზინო აჭარას" მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე (გადასახადებისათვის თავის არიდება) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით.

ამჟამად სამორინეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები.

შემოწმების გამო დღეს დილიდან კაზინო დახურულია.