სოხუმში გავლენიანი ბიზნესმენი მოკლეს -

სოხუმში გავლენიანი ბიზნესმენი მოკლეს - "ცეცხლი ქუჩის მეორე მხრიდან გაუხსნეს"

სოხუმში სამშენებლო მასალების მაღაზია "შახტინსკაია პლიტკას" მფლობელი, ვიტალი ასლანძია მოკლეს. ამის შესახებ რუსული მედია აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

"წინასწარი ინფორმაციით, ბიზნესმენი მაშინ მოკლეს, როდესაც მან მაღაზია დახურა და ავტომობილისკენ გაემართა. მას ცეცხლი ქუჩის მეორე მხრიდან გაუხსნეს", - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

შემთხვევა ეშბას ქუჩაზე მოხდა. დაღუპული სოხუმის მცხოვრები, 1961 წელს დაბადებული ვიტალი ასლანძიაა. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.