ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში არა ნატო-ს ბაზა, არამედ სასწავლო ცენტრი იხსნება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში არა ნატო-ს ბაზა, არამედ სასწავლო ცენტრი იხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,   საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრთან და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტირებისას ჟურნალისტებს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ეს არ იქნება საწვრთნელი ბაზა, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იქნება სასწავლო ცენტრი ქართველი ჯარისკაცებისთვის, რაც სამხედროების მომზადების დონეს აამაღლებს.

"თქვენ იცით, რომ ერთი კვირის შემდეგ ნატო-ს გენმდივანი ჩამოდის საქართველოში. ჩვენ ვხსნით სასწავლო ცენტრს. ბევრი სპეკულაციები იყო ამ ცენტრთან დაკავშირებით, რომ ეს არის საწვრთნელი ბაზა და ა.შ. ეს არ არის საწვრთნელი ბაზა. ეს არის სასწავლო ცენტრი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები მოვამზადოთ და მათი მომზადების დონე აიწიოს, რომ ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს. მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი სპეკულაციები არის გადაჭარბებული. ჩვენ მივესალმებით ნატო-ს გენმდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე და ჩვენ ამ გეგმას კარგად ვასრულებთ. ამ ცენტრს რაც შეეხება, ეს არის სასწავლო ცენტრი. ასეთი ცენტრი უკვე გვაქვს საქართველოში საჩხერის ბაზაზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა .

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს აგვისტოს ბოლოს ესტუმრება.