ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, სასტუმრო "კოლიზეუმის" მიმდებარედ შეკრებილ დევნილებს შეხვდა. როგორც აფხაზეთიდან დევნილმა, ნანა ჭანტურიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრემიერი მათთან მივიდა და დახმარებას დაპირდა. 

ნანა ჭანტურიას თქმით, პრემიერმა დევნილთა სამინისტროსთან ერთად საკითხის გადაჭრის შესახებ ისაუბრა.
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სასტუმრო "კოლიზეუმის" გახსნის ცერემონიას ესწრებოდა. ამ დროს სასტუმროსთან დევნილები, სოციალურად დაუცველები, მათ შორის შშმ პირების მშობლები იყვნენ შეკრებილი, რომლებსაც პოლიციამ პრემიერამდე მისვლის შესაძლებლოა არ მისცა, რასაც მცირე შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. 

პრემიერ-მინისტრმა მათთან შეხვედრის გადაწყვეტილება  სწორედ ამ ინციდენტის  შემდეგ მიიღო.