საბერძნეთში ქართველ ცოლ-ქმარს მკვლელობის და ყაჩაღობის გამო ეძებენ

საბერძნეთში ქართველ ცოლ-ქმარს მკვლელობის და ყაჩაღობის გამო ეძებენ

ბერძენი სამართალდამცველები ქართველ ცოლ-ქმარს კუნძულ იდრაზე მომხდარი მკვლელობის, ყაჩაღობის და ფულის გატაცების გამო ეძებენ. პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს მათი 7 თანამზრახველი. 
ხელ-ფეხშეკრული 67 წლის მამაკაცი წამებისას გარდაიცვალა. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ კი, დაბმულმა ქალმა პოლიციაში დარეკვა შეძლო. სამართალდამცველებმა, მომხდარის ღამესვე დააკავეს 7 ქართველი, ორმა ბრალდებულმა კი, რომლებსაც საქმის მასალების მიხედვით, 40 ათასი ევრო მიჰქონდათ, კუნძულიდან ათენში გადასვლა შეძლო.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.