პეტრო პოროშენკო - პუტინის ყირიმში ვიზიტი ცივილიზებული მსოფლიოსთვის გამოწვევაა

პეტრო პოროშენკო - პუტინის ყირიმში ვიზიტი ცივილიზებული მსოფლიოსთვის გამოწვევაა

ვლადიმერ პუტინის ყირიმში ვიზიტი ცივილიზებული მსოფლიოსთვის გამოწვევას წარმოადგენს. ამის შესახებ "უნიანის" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. 

მისივე თქმით, კრემლის ლიდერის ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინის მთავრობის თანხმობის გარეშე ჩასვლა ძალადობრივი სცენარის გაგრძელებაა. 

"ეს ვიზიტი ნიშნავს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის მილიტარიზაციას და მის კიდევ უფრო იზოლაციას. ყირიმს მომავალი მხოლოდ უკრაინის შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში აქვს, მათ შორის ტურისტული", - წერს პოროშენკო. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 17 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინი ყირიმში შეხვედრას გამართავს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ტურიზმის განვითარებას მიეძღვნება.