ბანგკოკში ტაძართან აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგკოკში ტაძართან აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში აფეთქება მოხდა. "ბიბისის" ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში მდებარე ტაძართან გააქტიურდა. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაშავდა. 

"ბიბისის" ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სრული ქაოსია. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. პოლიცია დაშავებულების დახმარებას ცდილობს. 
მსგავსი შემთხვევები ტაილანდის დედაქალაქში იშვიათია, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. პოლიციას აფეთქების მიზეზების შესახებ წინასწარი ვერსიების დასახელება ჯერ უჭირს. "ერავანის" ტაძარი ბანგკოკის ყველაზე ცნობილ ტაძარს წარმოადგენს, იგი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გვერდით მდებარეობს.