საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ფინანსური და სოციალური კრიზისის ფონზე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სახელმწიფოს ხარჯზე, ორი დელეგაციის წასვლა, უპასუხისმგებლო საქციელია.
"უპასუხისმგებლობაა, იმ დროს როდესაც ქვეყანაში არის, ფინანსური და სოციალური კრიზისი, ქვეყანიდან წავიდეს ორი დელეგაცია სახელმწიფოს ხარჯზე და ასეთ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ საქართველოს რიგითი მოქალაქეების და საზოგადოების ინტერესებზე და მე უფრო მგონია, რომ საქმე გვაქვს ბიუჯეტის ფულით უცხოეთში ვიზიტის მოწყობის დაუოკებელ სურვილზე“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
281
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85