ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები შესაძლოა, დღეს გათავისუფლდნენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები შესაძლოა, დღეს გათავისუფლდნენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები შესაძლოა, პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლონ. 

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მათი გათავისუფლების შუამდგომლობა დღეისთვის ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დადგება. პროცესი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 15.00 საათისთვის არის ჩანიშნული. 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, კერძოდ, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე 11 პირი დააკავეს, მათ შორის იყვნენ სპეცრაზმელებიც. 

ამ დროისთვის, პატიმრობაში რჩებიან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი.

სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები კი, არიან იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.