ჩინეთის ქალაქ ტიანძინში გასულ კვირას მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 114-მდე გაიზარდა, 70-ს კი ამ დრომდე ეძებენ.
"ბიბისის" ცნობით, დაშავებული 700 ადამიანი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკვე იდენტიფიცირებულია 54 ადამიანის ცხედარი, მათგან 39 მეხანძრე და სამართალდამცველია.
დაახლოებით ათი ადამიანი კი ადგილობრივი მცხოვრებია. ადგილზე სამაშველო ჯგუფი ექსპერტები მუშაობენ. ისინი ჰაერში გავრცელებული საშიში ნივთიერებების დონეს ამოწმებენ. ძლიერი აფეთქებები გასულ კვირას ქიმიური ნივთიერებების ქარხანაში მოხდა, შედეგად დაზიანდა და დაიწვა ახლოს მდებარე შენობა-ნაგებობები და ასობით ავტომობილი. აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ უცნობია.