ბრაზილიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვენ

ბრაზილიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვენ

ბრაზილიაში ათი ათასობით ადამიანი პრეზიდენტ დილმა რუსეფის იმპიჩმენტს ითხოვს. "ბიბისის" ცნობით, მოსახლეობა მას კორუფციასთან ბრძოლაში წარუმატებლობასა და ეკონომიკურ დაღმასვლაში სდებს ბრალს. 

მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია რიო-დე-ჟანეიროში კოპაკაბანას სანაპიროზე გაიმართა. მოგვიანებით დემონსტრანტები შეიკრიბნენ დედაქალაქ ბრაზილიაში კონგრესის შენობის წინ და ქალაქ სან-პაულუშიც. 

ამას გარდა, მოსახლეობა ქუჩაში კიდევ ათობით ქალაქში გამოვიდა. აქციის მონაწილეებს ხელში ბანერები ეჭირათ წარწერით "დილმა წადი". დემონსტრაციებზე შეტაკებები არ მომხდარა. 
სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ბოლო პერიოდში დილმა რუსეფის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. ანტისამთავრობო განწყობები ქვეყანაში თანდათან მატულობს.