ინდონეზიაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის "ATR"-ის საძიებო სამუშაოები დღეს დაიწყება. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
"Trigana Air Service"-ის კუთვნილი თვითმფრინავში, რომელიც მთას შეეჯახა, 54 ადამიანი იმყოფებოდა.
ქვეყნის საძიებო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ჰაერიდან საძიებო სამუშაოების ჩატარება სიბნელის გამო ვეღარ ხერხდება, რის გამოც სამუშაოები ორშაბათიდან დაიწყება.
პროვინციის ერთ-ერთი ავიაკომპანიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.