გერმანიამ საემიგრაციო კანონმდებლობა გაამკაცრა...

გერმანიამ საემიგრაციო კანონმდებლობა გაამკაცრა...

გერმანიამ საემიგრაციო კანონმდებლობა გაამკაცრა.   რეგულაციები პირველ აგვისტოს ამოქმედდა. ახალი კანონით, უარის შემთხვევაში,  თავშესაფრის მაძიებელს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლით ეკრძალება.

ეს რეგულაცია შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდეს. გერმანიის მსგავსად, საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ფიქრობენ. ამის მიზეზი, არასტაბილური ვითარების გამო, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ლტოლვილთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა გახდა.

მიგრანტების დასახმარებლად ევროკავშირი რამდენიმე მილიარდ ევროს დახარჯავს, რაც ბევრი პოლიტიკური პარტიისა თუ მოქალაქისთვის მიუღებელია.