დონალდ ტრამპი აშშ-დან მიგრანტების განდევნის პირობას დებს

დონალდ ტრამპი აშშ-დან მიგრანტების განდევნის პირობას დებს

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სავარძლის დაკავების შემთხვევაში, ქვეყნიდან ყველა არალეგალი მიგრანტი გაყაროს. ამის შესახებ მან "ენ-ბი-სი"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიგრანტები ქვეყნიდან აუცილებლად უნდა წავიდნენ. 

"ჩვენ დავიწყებთ მათთან მუშაობას. ჩვენ ან გვაქვს ქვეყანა, ან - არა", - განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის ნოემბერში გაიმართება.