დათა ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

დათა ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

დათა ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მამა" ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Pardi di domani იყო წარდგენილი.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, "მამა" ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია, რომლის გადაღებაში "თიბისი ბანკმა" ფინანსური მონაწილეობა მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმწარმოებაში სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კერძო ბიზნესიც ჩაერთო. ფილმის პრემიერა 1 ივლისს კინოთეატრ "ამირანში" შედგა. 

ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.