საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სპორტის სასახლეში თბილისის მერის თასის მეორე სათამაშო დღეს ლატვიას დაუპირისპირდა. 

ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე დაძაბულ მატჩში ანგარიშით 78:76 დაამარცხეს. 

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ და ზაზა ფაჩულიამ დააგროვეს, რომლებმაც 16-16 ქულა მიითვალეს. ვიქტორ სანიკიძეს (12 ქულა) კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

საქართველოს ნაკრები 16 აგვისტოს 20:30 საათზე იტალიას შეხვდება. შეხვედრის ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით მოხდება.