იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ცეცხლი 300-400 მეტრ კვადრატულ ფართობზე გავრცელდა და ბალახი დაიწვა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობაა. ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა იყო გამოძახებული.