ირაკლი ღარიბაშვილი სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

ირაკლი ღარიბაშვილი სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8-13 სექტემბერს ჩინეთში მაღალი დონის ვიზიტს გამართავს.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ქალაქ დალიანში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილი არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ჩინეთისპრემიერ-მინისტრს, ასევე გაიმართება მსხვილი  ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ დალიანსა და პეკინში.

სექტემბრის ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე  სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ორმხრივი, ისე გაფართოებული შეხვედრები.