წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ე.წ.დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, #133-ში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. 

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

დამატებითი დეტალების გარკვევას "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.