ცხინვალის ციხიდან 36 წლის მამუკა სამხარაძე გაათავისუფლეს

ცხინვალის ციხიდან 36 წლის მამუკა სამხარაძე გაათავისუფლეს

5 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან 36 წლის მამუკა სამხარაძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით , მამუკა სამხარაძე უკანონო პატიმრობიდან 150 ლარი ჯარიმის გადაიხდის შემდეგ გაათავისუფლეს. 

სოფელ კირბალის მკვიდრი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს.

"როგორც მამუკა სამხარაძე ყვება, ძალადობა არ ყოფილა, არც ნაცემია. ჯანმრთელობის მხრივ კარგად არის, არაფერი არ უჭირს. ძალიან დიდი გზა გავიარეთ, რომ გაგვეთავისუფლებინა. გადაგვახდევინეს თანხა 150 ლარი და ამით გაათავისუფლეს", _ აცხადებენ ოჯახის წევრები.