ბექა ბასილაია - ნაფიც მსაჯულებს შორის ზურაბ ჟვანია რომ ყოფილიყო, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა

ბექა ბასილაია - ნაფიც მსაჯულებს შორის ზურაბ ჟვანია რომ ყოფილიყო, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, თუმცა ნაფიცი მსაჯული რომ ზურაბ ჟვანია ყოფილიყო, გამამართლებელი ვერდიქტი დადგებოდა, - ამის შესახებ სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟვანიას საქმეზე მსჯავრდებული კობა ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. 

"ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იყო დაცვის მხარის არჩევანი. ჩვენ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას როგორც საზოგადოების წევრთა გადაწყვეტილებას, პატივს ვცემთ. თუმცა ნაფიცებს შორის, ზურაბ ჟვანია რომ ყოფილიყო, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემაც. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა ეტაპზეა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მთავარი საქმე, რომელიც პროკურატურაში ძიებაშია. 
პროკურორმა განმარტა, რომ მთავარ საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.