მიხეილ ძაძამია - დაპატიმრებას არ ველოდი, მაგრამ გაბათილებას ველოდი

მიხეილ ძაძამია - დაპატიმრებას არ ველოდი, მაგრამ გაბათილებას ველოდი

დაპატიმრებას არ ველოდი, მაგრამ გაბათილებას ველოდი, - ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა, მიხეილ ძაძამიამ "ინტერპრესნიუსს" გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ სასამართლო დარბაზის დატოვებისას განუცხადა. 

მან მადლობა გადაუხადა ნაფიც მსაჯულებს, სასამართლოს და ადვოკატებს.

"მადლობას ვუხდი ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს და ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც ასეთი შრომა გასწიეს. დაპატიმრებას არ ველოდი, მაგრამ გაბათილებას ველოდი. თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, - განაცხადა მიხეილ ძაძამიამ.

ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ ძაძამიას და კობა ხარშილაძეს სასჯელის შემსუბუქებული ზომა განესაზღვრათ, რომლის მიხედვით ძაძამიას 8 თვითა და 23 დღით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მას ამ საქმეზე პატიმრობის ვადა ჩაეთვალა და შესაბამისად, სასჯელი გაბათილდა, რის საფუძველზეც ძაძამიამ სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ დატოვა.