„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“

პარტია "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიამ გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პაატა დავითაიას თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

"დღეს ძლიან მძიმე დღეა, რადგან 23 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და პატივი მივაგოთ იმ დაღუპული გმირების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას თავი შესწირეს", - განაცხადა დავითაიამ

ცნობისთვის, სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საომარი მოქმედებები 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხულის დაცემით დასრულდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.