„ვისი ხარჯებით წავიდნენ უცხოეთში გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი და ირმა ნადირაშვილი?“

„ვისი ხარჯებით წავიდნენ უცხოეთში გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი და ირმა ნადირაშვილი?“

გაზეთი „ალია“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შვებულებების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

როგორც გამოცემა ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს, გარდა ამ ლიდერებისა, ქვეყნიდან გასასვლელად პარტიის სხვა ლიდერებიც ემზადებიან, თუმცა, „ალია“ დაზუსტებით მხოლოდ ამ სამი ლიდერის დასვენებაზე წერს.

„როგორც „ალიასთან“ ინკოგნიტო წყარო ამბობს, უკვე ცნობილია, რომ მიხეილ მაჭავარიანი, თავის ოჯახთან ერთად, გაემგზავრა პარიზში, გიგა ბოკერია, თავის კნეინა თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად, - ლონდონში, ხოლო „ნაციონალების“ სულიერი დედა, ირმა (ნურსა) ნადირაშვილი ორი კვირის განმავლობაში „დალაშქრავს“ თურქეთის პლაჟებს. წყაროს ინფორმაციით, ქვეყნიდან გასასვლელად, ასევე, ემზადებიან „ნაცბანდის“ სხვა ლიდერებიც, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ეს სამი ოჯახი უნახავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საინტერესოა ვისი ხარჯებით წავიდნენ უცხოეთში გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი და ირმა ნადირაშვილი? ინკოგნიტო წყაროს თქმით, ამჯერად საკუთარი ხარჯებით. ერთი შეხედვით, მათი ოფიციალური ხელფასები სულაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასე ხელგაშლილად იცხოვრონ ძვირფას სასტუმროებში, მაგრამ ხომ კარგად გვახსოვს, 9 წლის მანძილზე ქვეყნის ბიუჯეტი ლამის საკუთარ ჯიბედ ჰქონდათ გადაქცეული და ცოტას იშოვიდნენ?“, - წერს „ალია“.