საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორებთან მიღწეულ მესამე სავალო შეთანხმების პირობებს, რომლის მიხედვითაც ათენი გადასახადების გაზრდის სანაცვლოდ 85 მილიარდ ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს.
"ბიბისის" ცნობით, კენჭისყრას პარლამენტში ექვსსაათიანი დებატები უძღოდა. დღეს ევროზონის ფინანსთა მინისტრები დახმარების პროგრამის დეტალებზე იმსჯელებენ.
ამ დრომდე აღებული ვალის კიდევ ერთი ნაწილის გადახდის ბოლო ვადა ათენს 20 აგვისტოს აქვს, რა დროსაც მან ევროპის ცენტრალურ ბანკს 3,2 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს.