საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" სფფ-ში განუცხადეს, აღმასკომის სხდომა ფედერაციაში 15:00 საათზე გაიმართება , რის შემდეგაც თარიღი გახდება ცნობილი.
11 აგვისტოს, უეფა-ს სუპერთასის მატჩის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი გამოცხადდებოდა. როგორც სიჭინავამ უეფა-ს სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო დღეა დღეს, რათა განვაცხადო, რომ მართლა მივდივარ. სადღაც ერთი კვირის განმავლობაში არჩევნების დღეს გამოვაცხადებ. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს ჩემი პიკი იყო", - განაცხადა სიჭინავამ.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, მან "თავისი ფეხბურთის ბუცები კედელზე ჩამოკიდა".
"ფეხბურთი სიჭინავას გარეშე", - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.