კოლუმბიის უინვერისტეტის, ჰარიმანის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ალექსანდრ ქულის განცხადებით, 2008 წლის ცხელი აგვისტოს შემდეგ, არანაკლებ რთული და დაძაბული შვიდი წელი გავიდა.
რამდენად რეალისტურია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარება და ამის საფუძველზე ურთიერთობების თუნდაც ეკონომიკურ დონეზე მოწესრიგება. ალექსანდრ ქული "ამერიკის ხმასთან" საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებას ეხმაურება.
"ღარიბაშვილის განცხადება რეალისტურია. საქართველოში რთული ეკონომუკური სიტუაციაა, სანქციები ისევ მოქმედებს. საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური კავშირები აქვს და ნუ დაგვავიწყდება ამ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში საქართველოს ლიდერშიპი ცდილობს, ეკონომკური საკითხების გამო ბევრ სხვადასხვა ქვეყანასთან დაამყაროს კავშირი, მათ შორის, ახალ ალტერნატიულ პარტნიორებას ეძებს. ეს რეალისტური მიდგომაა, რომ რუსეთთან გაუმჯობესებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს საქართველომ", - აცხადებს ქული.
შეგახსენებთ, პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციებს საქართველო არ უერთდება.
"ჩვენ არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, რომელიც გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის, მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას" -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ასევე რუსეთ-საქართველოს შორის ხუთდღიანი სამხედრო დაპირისპირების სამ მთავარ ფაქტორზე საუბრობს.
"საკითხი ასე მარტივად არ დგას, რომ არსებობდა დაპირისპირებული ერთი მხარე და იყო მეორე მხარე. 2008 წლის ომი იყო სამი სხავდასხვა ფაქტორის ერთობლიობა, რამაც გამოიწვია ეს დაპირისპირება. პირველი ეს იყო იმ ლოკალური კონფლიქტის გაგრძელება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოიშვა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ეს იყო ამ გარდამავლი პერიოდის, არათანმიმდევრული და არაორგანიზებული ხელმძღვანელობის პერიოდში დაწყებული ლოკალური კონფლიქტი, რომელიც შემდგომ ეროვნულ-ტერიტორიულ კონფლქიტად გადაიქცა რუსეთსა და საქართველოს შორის. განსაკუთრებით ეს ვარდების რევოლუციის შემდეგ გამწვავდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. ის ცდილობდა, საქართველო მკვეთრად დასავლური ორიენტაციის გზაზე გადეყვანა, რომ ქვეყანა რუსეთის გავლენისგან გამოსულიყო. შესაბამისად, ამ კონფქლიტიდან წარმოიქმნა რეგიონალური კონფლიქტი, სადაც ერთ მხარეს რუსეთია, ხოლო მეორე მხარეს საქართველო და დასავლეთი, ის ქვეყნები რომლებიც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას უჭერდა მხარს. აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ მედვედევმა თავის გამოსვლაში რუსეთის გავლენის სფეროებზე და ასევე დასავლეთის ინტერესებზე და გავლენაზეც ისაუბრა რეგიონში. აგვსიტოს ომში სწორედ ამ სამი ფაზის ერთობლიობაა - ადგილობრივი, ნაციონალური და და გეოპოლიტიკური კონფლიქტი. ამიტომაც არის ეს ომი ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა", -აცხადებს ქული.
მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად რუსეთი, როგორც ალექსანდრ ქული ამბობს, კონფლიქტის ახალ სახეობას იყენებს, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასაზღვრო ბანერების თვითნებურ გადმოტანას გულისხმობს. ბოლო შემთხვევა სამი კვირის წინ მოხდა, როდესაც რუსებმა სასაზღვრო ნიშნულები 300 მეტრით საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწიეს, ამ მონაკვეთში აზერბაიჯანის და თურქეთის მაკავშირებელი მილსადენი გადის. საუკუნის პროექტი გასულ საუკუნეში ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით აშენდა და საქართველოს უსაფრთხოების ერთგვარ გარანტს წარმოადგენს.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი რუსი სამხედროების კონფლქიტის ზონიდან გასვლაა.
"რუსების ჯარების გაყვანა ძალიან რთული იქნება. ეს პრობლემაა საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში. ასე ცხადია, კონფლიქტები მიმდინარეობს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დასავლური ორიენტაცია აქვთ. საქართველოს რაც შეუძლია არის ის, რომ უნდა შეძლოს რუსეთის პოლიტიკას არ ჰყავდეს მხარდამჭერი ძალები, და ასევე გააგრძელოს რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკის საჯაროობა საერთაშორისო დონეზე. ასევე არ უნდა აყვნენ რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის მცდელობას და ამით არ მისცენ საშუალება მეტი გააკეთონ ამ მხრივ. უნდა გაგრძელდეს დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორობა და კავშირების გამყარება უკრაინასთან, მოლდოვასთან იმ ქვეყნებთან სადაც, ხელისუფლებას ასევე არ აწყობს ამ გაყინული კონფლქიტების გამწვავება. საქართველო ღიად აფიქსირებს თავის სწრაფვას ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ახლა შესაძლოა, რომ უფრო მეტი მიზეზი არსებობდეს რომ ის ნატო-ს წევრი გახდეს, თუმცა არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს სწორედ ამ კონფლქიტის გამო", - აცხადებს ექსპერტი.