ბორჯომში ისევ ხანძარია

ბორჯომში ისევ ხანძარია

ბორჯომში, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი საბაგიროს ზედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებს უკიდია. 
ხანძარი დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზეა მოდებული. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ადგილობრივები ძლიერ სიცხეს ასახელებენ. 

ბაროჯომის ტყეში ხანძარი რამდენი დღის წინაც გაჩნდა.