საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია აღნიშნული , რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას ეხება.
როგორც ცნობილია, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა. "2015 წლის 19 ივნისს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2015/959. საბჭოს გადაწყვეტილებით არსებული ზომები 2016 წლის 23 ივნისამდე შენარჩუნდება. კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ასევე EFTA-ს ქვეყნები - ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია და ასევე უკრაინა და საქართველო აღნიშნულ დეკლარაციას უერთდებიან. ისინი უზრუნველყოფენ, რომ თავიანთი ეროვნული პოლიტიკა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისობაში იყოს. ევროკავშირი მათ ამ ვალდებულებას იმახსოვრებს და მიესალმება მას", - წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე.