ჩუღურეთის რაიონში 6 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია-აღდგენა დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში 6 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია-აღდგენა დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის #4, მნათობის #80, ჩხეიძის, გედევანიშვილის, ნინოშვილის ქუჩებსა და რომის #4-ში სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია დასრულდა.

განახლებული სტადიონები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.

„სპორტული მოედნების  რეაბილიტაცია-აღდგენა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდა მოედნების კარები და საკალათბურთო ფარები; არსებული ლითონის კონსტრუქცია  ახალი, თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციით შეიცვლება. სამუშაოები შპს „კვადრელმა“ შეასრულა.

პროექტის საერთო ღირებულება 162 768 ლარია. 2015 წლის ბოლომდე ჩუღურეთის რაიონში 11 სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაცია იგეგმება.