რუსეთმა გაერო-ში ვეტოს უფლება გამოიყენა და 2014 წლის ავიაკატასტროფის გამოძიების მიზნით საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა.
"ბიბისის" ცნობით, გაერო-ს 15-წევრიან უშიშროების საბჭოში რუსეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც მალაიზიური ბოინგის აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოვარდნის გამოძიების მიზნით, ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ გამოვიდა. კენჭისყრის დროს ანგოლამ, ჩინეთმა და ვენესუელამ თავი შეიკავეს.
მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი ბოინგი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიემგზავრებოდა, დონეცკის ტერიტორიაზე 2014 წლის ივლისში ჩამოვარდა, დაიღუპა 298 ადამიანი. მათგან 196 ჰოლანდიელი იყო. დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა აცხადებენ, რომ ლაინერის ჩამოგდება რუსული "ბუკის" ტიპის ანტისარაკეტო სისტემით განხორციელდა. მოსკოვი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და მომხდარში კიევს ადანაშაულებს. მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მალაიზიამ მოითხოვა. აღნიშნულ ინიციატივას ნიდერნალდები, უკრაინა, ბელგია და ავსტრალიაც უჭერს მხარს.