თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, შირნაკის პროვინციის შემოგარენში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა, რომლითაც ერაყიდან თურქეთს ნავთობი მიეწოდება.
მეხანძრეებმა და მაშველებმა შეძლეს ხანძრის ლოკალიზება და ნავთობის გაჟონვის საფრთხე აღარ არსებობს. რადიო "თავისუფლების" ინფორმაცით, ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ თანერ ილდიზის განცხადებით, ეს დივერსიული აქტი ქურთმა სეპარატისტებმა განახორციელეს. მისივე თქმით, სეპარატისტულ-ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.