ირაკლი ღარიბაშვილმა და აზიმ სადიკოვმა

ირაკლი ღარიბაშვილმა და აზიმ სადიკოვმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, აზიმ სადიკოვს შეხვდა.

მხარებმა ეკონომიკურ საკითხებსა და საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონზე ისაუბრეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება საქართველოსადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას აფასებს.

შეხვედრაზე საუბარი შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო.