"ეს პირველი ოქროს მედალია და მჯერა, რომ კიდევ ბევრ ოქროს ავიღებთ"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სჯეროდა, რომ ქართველი ძიუდოისტი, რობინზონ ბეგლარიშვილი გაიმარჯვებდა.

ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ქართველი სპორტსმენები კიდევ ბევრ ოქროს მედალს მოიპოვებენ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჯეროდა გამარჯვების, მან ძალიან გაგვახარა, ეს არის პირველი ოქრო და მე მჯერა, რომ კიდევ ბევრ ოქრის ავიღებთ. დიდი მადლობა ყველას",- აღნიშნა პრემიერმა.

ქართველმა ძიუდოისტმა, რობინზონ ბეგლარაშვილმა, 60 კილოგრამიან წონით კატეგორიაში იტალიელი მანუელ ლომბარდო დაამარცხა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა.

გარდა ამისა, ქართველმა ძიუდოისტებმა ბაგრატ ნინიაშვილმა და ნატალია ყიფშიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.