ბიზნეს გაერთიანებები და ასოციაციები ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას მხარს უჭერენ და აინტერესებთ პრეზიდენტის პოციზიცია, თუ რატომ აქვს მას „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებაში უარყოფითი დამოკიდებულება.
როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების თავჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე არ მიუწვევია, მიუხედავად იმისა, რომ ბაკურაძისთვის პრეზიდენტის პოზიციები საინტერესო იყო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების თავჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკევევლია, თუ რატომ შეიძლება დაადოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო.
„მე ველოდებოდი მოწვევას, გვინდოდა მოხვედრა ამ ღონისძიებაზე და პრეზიდენტის არგუმენტების მოსმენა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ჯერჯერობით არ დაგვკავშირებიან. ძალიან მაინტერესებდა მოსაზრებები, რადგან პოლიტიზირებული მგონია ეს თემა. დაკავშირების შემთხვევაში მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა შეხვედრაში“, - განაცხადა ბაკურაძემ.
ბაკურაძე ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ეთანხმება და აცხადებს, რომ იმის თქმის საფუძველი, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შემთხვევაში, სააგენტო პოლიტიზირებული გახდება, არ არსებობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას არც საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოგი ლოლაძე ესწრებოდა. კითხვაზე, მიწვეული იყო თუ არა პრეზიდენტთან აღნიშნული კანონპროექტის განხივლაზე, ლოლაძე აცხადებს, რომ „მისთვის დასწრება არავის არ შემოუთავაზებია“.
„მე ამ კანონპროექტს ვუყურებ ფასიანი ქაღალდების ბაზრის კუთხით და ფასიანი ქაღალდების რეგულირება ნამდვილად უნდა იყოს გამოყვანილი ეროვნული ბანკიდან. ფასიანი ქაღალდების რეგულირება თავის დროზე ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ხდებოდა, შემდეგ მოხდა ბაზრის რეგულირების შეტანა, ეროვნული ბანკის კომპეტნეციაში, რის შედეგადაც ჩემი აზრით, დიდი ზიანი მიადგა ფასიანი ქაღალდების ბაზარს. თუ მოხდება ფასიანი ქაღალდების რეგულირების გამოტანა ეს უაღრესად დადბითი მოვლენა იქნება. ვინაიდან ეს კანონი ეხება მთლიანად ფინანსური სექტორის ზედამხედველობას, რაც არის ფართე. საბანკო ინდუსტრია ერთ-ერთი კომპონენტია ფინანსური სექტორის. მივესალმები ამ კუთხით პარლამენტის გადაწყვეტილებას და არ ვიზიარებ იმას, რომ ამ ასპექტში წინააღმდეგობა უნდა იყოს გაწეული ნებისმიერი პირის მიერ, ეს იქნება პრეზიდენტი თუ სხვა, ეს დადებითი მოვლენა იქნება ფასიანი ბაზრის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ლოლაძემ.
საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის კი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში ყველა ის შენიშვნა შევიდა, რომელიც მათ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ჰქონდათ. ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მათაც არავინ დაკავშირებია.
„მიგვაჩნია, რომ საბანკო ასოციაცია წარმოადგენს ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტურ ბიზნეს გაერთიანებას, ჩვენ არ ვყოფილვართ მიწვეული დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა გვსურს ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, თუ კი პრეზიდენტს და მის რეზიდენციას ჰქონდათ შენიშვნები, რატომ არ ჩაერთვნენ ამ პროცესში, რომელიც ორი თვის განმავლობაში საჯაროდ და ღიად მიმდინარეობდა. ჩვენ ჩართული ვიყავით განხილვაში, შენიშვნები შესულია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროეტქში და აქედან გამომდინარე ამ საკითხის გაწელვა, მიგვაჩნია საზიანო უფრო იქნება საბანკო სექტორისთვის, ვიდრე პოზიტივი. კანონი შენიშვნების გათვალისწინებით არის დაბალანსებული, რომელშიც ასახუალია ყველა ის მოსაზრება, რომელიც დაკავშირებული იყო ზედამხედველობის ფუნქციის ოპტიმიზაციასთან. ძალიან ბევრი სერიოზული ცვლილება შევიდა, მათ შორის სააგენტოს ფორმირების წესში, გადაწყვეტილების მიღების წესში ინფორმაციის კორდინირების წესში და ა.შ“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა, თუმცა, პრეზიდენტი აღნიშნულ ცვლილებებს არ ეთანხმება და კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ კანონპროექტზეც მუშაობს.