30-31 ივლისს ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს

30-31 ივლისს ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 30-31 ივლისს  ტემპერატურა მოიმატებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 30-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +38, +39 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +31, +33 მდე. ამასთან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდები იქნება.

მათივე ინფორმაციით, 1 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება უნალექო ამინდი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +37, +38 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +30, +32 -მდე.