„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეუერთდა ჩვენი ე.წ. ოპონენტების აჟიოტაჟს და ჟრიამულს“

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეუერთდა ჩვენი ე.წ. ოპონენტების აჟიოტაჟს და ჟრიამულს“

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტში, ყველა ის რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკავშირის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზიების მხრიდან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოპონენტებმა ხელოვნურად ატეხეს ჟრიამული, რასაც პრეზიდენტიც შეუერთდა.

„კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ხელოვნურად, ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეუერთდა მათ ამ აჟიოტაჟს და ჟრიამულს. ყველა ის შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკავშირის მხირდან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხირდან იქნა სრულად გათვალისწინებული. ესაა ხელოვნუარდ აგორებული რაღაც კამპანია, რომელიც რა თქმა უნდა აზიანებს ბიზნესგარემოს საქართველოში. ამ ადამიანებს არ ესმით აბსოლუტურად რა არის სახელმწიფო, სახელმწიფოს ინტერესები. არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ესაა სრულად უპასუხსმგებლო დამოკიდებულება, მე ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს ვინც ხელოვნურად ქმნის ასეთ აჟიოტაჟს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს კითხვით მიმართავს და ინტერესდება, ევროპული ქვეყნის რომელ მაგალითთან აქვთ მათ კითხვები, სადაც საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკიდან გამოყოფილია.

"პოლონეთის საბანკო სისტემა აღიარეს, როგოც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საბანკო სისტემა მსოფლიოში. პოლონეთის საბანკო სისტემაში ზედამხედველობის სამსახური არის ცალკე, შესაბამისად მე კითხვა მაქვს, ამ ადამიანების მიმართ, თუ პოლონეთის საბანკო სისტემა არის ყველაზე საუკეთესო და ჩვენ ვაკეთებთ იმას რაც არის საუკეთესო, მაშინ სად არის კითხვა?! ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და დააფრთხონ ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ და დაასრულონ აჟიოტაჟი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ. ჩვენ კანონებს ვიღებთ ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. პაულსენების გადმოსვლა საქართველოში და მათი ინვესტიცია არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, კრიტიკოსსა და უპასუხისმგებლო ადამიანზე, რომელიც ასე უცერემონიოდ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ვაზიანებთ ბიზნესგარემოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს 14:30 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც საუბარი ახალ "ეროვნული ბანკის შესახებ" ახალ კანონპროექტზე იქნება. როგორც ცნობილია პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.