ხურვალეთიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი გათავისუფლებულია

ხურვალეთიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი გათავისუფლებულია

გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული, 45 წლის დავით ხუროშვილი სახლში იმყოფება.

როგორც "პირWელს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა ენუქიძემ განუცხადა, ხუროშვილის გათავისუფლება გუშინ მოხდა.

"ის უკვე საკუთარ სახლში იმყოფება. მასზე არანაირი ფორმის ზეწოლა არ განხორციელებულა, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს", - აღნიშნა ენუქიძემ.

შეგახსენებთ,რომ 25 ივლისს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან, 45 წლის დავით ხუროშვილი გაიტაცეს. გატაცებული მამაკაცი ცხინვალის იზოლატორში ჰყავდათ მოთავსებული.