რიკოთის გვირაბში ხვალ მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში ხვალ მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო დეპარტამენტიდან აცნობეს, რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 30 ივლისის ღამის 01:00 სთ–დან დილის 06:00 სთ–მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზის გავლით.

დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.