„ჯიპიაი ჰოლდინგი“ კერძო პირებს ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფასოდ სთავაზობს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ კერძო პირებს ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფასოდ სთავაზობს

კომპანიის რისკების მართვის დირექტორის ირაკლი დვალის განცხადებით, სტიქიის უფასო ავტოდაზღვევა სადაზღვეო კომპანიის სოციალური პროექტია.

დვალის განცხადებით, პროექტის მიზანია საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა და სადაზღვაო კულტურის განვითარება.

მისი თქმით, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გადაწყვეტილებით, ყველა ავტომფლობელს საქართველოში შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს „ჯიპიაის“ სტიქიისგან დაზღვევის პროგრამაში და მიიღოს სტიქიისგან დაზღვევის პოლისი უფასოდ.

„13 ივნისის წყალდიდობამ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნისთის დიდი გამოწვევაა რისკების მენეჯმენტისა და ფინანსური ზარალისგან თავდაცვის ეფექტიანი სისტემის არსებობა. ამ გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სადაზღვაო მექანიზმები - ისე, როგორც ეს დანერგილია ეკონომიკურად განვითარებულ ქევყნებში. ასევე, დავინახეთ, რომ ზარალის კომპენსაციის ტვირთი ფაქტობრივად სრულად დააწვა სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელს. სადაზღვეო ინდუსტრია განვითარებული ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური სისტემების საყრდენია. დადგა სწორედ ეს ეტაპი, როდესაც დიდი ყურადღებით უნდა შევხედოთ მოსალოდნელ რისკებს და ხელთ გვქონდეს ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობა. მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ დაზღვევა ფინანსური დანაკარგების თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა“, - განაცხადა დვალმა.

მისი თქმით, 13 ივნისისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს, ვისაც დაზღვევა არ ჰქონდა, ზარალი არ აუნაზღაურდათ.

„სტიქიური მოვლენას, 13 ივნისს თბილისში კატასტროფული შედეგი მოჰყვა ფინანსური და ადამიანური თვალსაზრისით: ათობით ოჯახი სახლ-კარის გარეშე დარჩა, ხოლო ასეულობით ადამიანი ფინანსურად დაზარალდა. რისკების მართვის მექანიზმის აუცილებლობა განსაკუთრებით თვალნათლივ გამოჩნდა დაუზღვეველი ავტომობილების მაგალითზე - აქ განსხვავება ცალსახა იყო: დაზღვეული მანქანების მფლობელებმა კომპენსაცია რამდენიმე დღში მიიღეს, ხოლო დაუზღვეველი მანქანების ზარალი ისევ აუნაზღაურებელია“, - განაცხადა დვალმა.

მისი თქმით, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობაა, სადაზღვეო მექანიზმების განვითარებითა და გავრცელებით ხელი შეეწყოს ქვეყანაში ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს რისკების მართვის მექანიზმების დანერგვასა და ფინანსური ზარალის მინიმუმამდე დაყვანას.

„სტიქიის უფასო დაზღვევით ჩვენ ხელშესახებ პრეცედენტს ვქმნით, რაც ათასობით ადამიანს ფინანსური თავდაცვის რეალურ გარანტიებს აძლევს, მსგავსი მოვლენების დროს. ეს პროექტი სწორედ იმას ემსახურება, რომ მასშტაბურად დავინახოთ გამოწვევა და მასიურად გავავრცელოთ სადაზღვეო თავდაცვის მექანიზმები ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგებთან საბრძოლველად“, - განაცხადა დვალმა.