ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობას ჯერ არ აკონკრეტებს

ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობას ჯერ არ აკონკრეტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს პირველ აგვისტომდე დანიშნავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

"შინაგან საქმეთა მინისტრს მე წარვადგენ პირველ აგვისტომდე. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ვადა პირველ აგვისტომდე. ასე რომ, დაელოდეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ უწყებად გაიყო და ვახტანგ გომელაური უსაფრთოხების სამსახურს უხელმძღვნელებს.