„კარგია, რომ პრეზიდენტმა, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ქმედითი ნაბიჯები გადადგა“

„კარგია, რომ პრეზიდენტმა, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ქმედითი ნაბიჯები გადადგა“

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ეროვნულ ბანკთან დაკავშრებით, პრეზიდენტის პოზიციას მხარს უჭერს.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მათი პოზიცია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, უცვლელია. ეს ეხება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას და არავითარ შემთხვევაში, მისთვის უფლებების ჩამორთმევას.

„ახლახანს საქართველოში ჩამოსული იყო ევროპარლამენტის დელეგაცია. მათაც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა მოდელია, საქართველოს შემთხვევაში, ეს არის უფრო მეტად პოლიტიზირებული და არ უკავშირდება საბანკო-ფისკალურ რეფორმას. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენბარჩუნება არის მნიშვნელოვანი. ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ნათლად დაფიქსირებულია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ვეტოს. კარგია, რომ მან გადაწყვიტა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მხარს ვუჭერთ მას“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, კანონპროექტს პარლამენტმა კენჭი უკვე უყარა, კანონის პროექტი პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა, თუმცა როგორც ცნობილია, აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტი სავარაუდოდ ვეტოს დაადებს.