დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის შედეგად 22 წლის გოგონა და 62 წლის ქალბატონი მკურნალობენ.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რუჯის მიღების მიზნით ლეღვის ნახარშით 22 წლის გოგონამ კანის 60%-ის დამწვრობა მიიღო, ქალბატონმა კი - 18%-იანი დამწვრობა.
ქაშიბაძის თქმით, პაციენტთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისინი მკურნალობას კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით გააგრძელებენ.