სელაჰათთინ დემირტაში - სირიაში

სელაჰათთინ დემირტაში - სირიაში "უსაფრთხოების ზონის" შექმნა, ქურთების მიერ საკუთარი ტერიტორიის კონტროლის წინააღმდეგაა მიმართული

ჩრდილოეთ სირიაში "უსაფრთხოების ზონის" შექმნა, რომელსაც ანკარა და ვაშინგტონი ცდილობს, ქურთების მიერ საკუთარი ტერიტორიის კონტროლის წინააღმდეგაა მიმართული. 

ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ქურთების მხარდამჭერი "დემოკრატიული სახალხო პარტიის" ლიდერმა, სელაჰათთინ დემირტაშმა განაცხადა. 

კვირის დასაწყისში აშშ-ში განაცხადეს, რომ ისინი დათანხმდნენ თურქეთის წინადადებას ჩრდილოეთ სირიაში ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. აღნიშნულ ინიციატივას ქურთები ეწინააღმდეგებიან. 
თურქეთის სამხრეთ სასაზღვრო რეგიონში ბოლო ერთი კვირაა ვითარება დაძაბულია. ანკარამ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთი ამბოხებულების პოზიციები დაბომბა. სელაჰათთინ დემირტაშის თქმით, თურქეთის ბრძოლა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სინამდვილეში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაა.