ეგვიპტის დედაქალაქში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტის დედაქალაქში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ჩრდილოეთით მდებარე ავეჯის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. "ბიბისის" ცნობით, 20-ზე მეტ ადამიანს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. ინციდენტი ქალაქ უბურში მოხდა. 

ხანძარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. ცეცხლი 20-ზე მეტ სატვირთო ავტომობილს მალევე მოედო. გავრცელებული ცნობით, ქარხანას უსაფრთხოების სახელმწიფო სერტიფიკატი არ ჰქონდა აღებული. მსგავსი შემთხვევები ეგვიპტეში ხშირია. 

ამასთან, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალექსანდრიაში კი, სასურსათო მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.